სანდო, უსაფრთხო, ხარისხიანი
„ალფა დეველოპმენტი“ 2013 წელს დაარსდა და უკვე ათ წელზე მეტია, ინარჩუნებს სანდო, სტაბილური კომპანიის რეპუტაციას საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. „ალფა დეველოპმენტის“ საქმიანობის მიმართულება მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტების, ძირითადად საცხოვრებელი სახლების, მშენებლობაა. კომპანიის ხედვა სამ უმთავრეს პრინციპს ეყრდნობა: დემოკრატიული ფასი, საუკეთესო ხარისხი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.
„ალფა დეველოპმენტი“ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, თბილისის გადატვირთული, ცენტრალური უბნებისგან მოშორებით, მოსახერხებელ ადგილას, მისაღებ ფასად შეიძინოს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი მაღალხარისხიანი საცხოვრებელი ფართობი. მყიდველზე მორგებული გადახდის პირობები მომხმარებელს დამატებით კომფორტს უქმნის თანხის უძრავ ქონებაში ინვესტირებისას. პარტნიორი ბანკის თანადგომა და დასრულებული პროექტები „ალფა დეველოპმენტის“ სანდოობის გარანტია. დღესდღეობით კომპანიის პრიორიტეტი დედაქალაქის გარეუბნების განვითარება და მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობების შეთავაზებაა.
კომპანიის საქმიანობის ამოსავალი წერტილი ხარისხის მკაცრი კონტროლია. უსაფრთხო და ენერგოეფექტიანი სამშენებლო მასალებით დაწყებული, შენობის მედეგობით დამთავრებული, თითოეული პროცედურა ხარისხის მართვის აპრობირებული წესებით რეგულირდება. ყოველდღიური მონიტორინგი და საფრთხეების პრევენცია უზრუნველყოფს როგორც ობიექტებზე დასაქმებული პირების, ისე მობინადრეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ხარისხიანი მშენებლობის გარდა „ალფა დეველოპმენტის“ ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის შექმნაა. მოპირკეთებული ეზო, გამწვანებული სივრცე, დასასვენებელი ადგილები, ავტოსადგომი – დედაქალაქის ქაოტური განაშენიანების პირობებში ამ დეტალების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ალფა დეველოპმენტის“ მიზანია, სხვადასხვაგვარი აქტივობებით ხელი შეუწყოს მობინადრეების სოლიდარული პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო თვითშეგნების განვითარებას, რათა ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთზე ზრუნვის წახალისებით შეიქმნას კომფორტული სამეზობლო სივრცე ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის. საერთო სარგებლობის ფართობის მოვლა, სარეკრეაციო ტერიტორიაზე ზრუნვა, სისუფთავის დაცვა, კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება – აუცილებელია, კომფორტული იყოს არა მხოლოდ ბინა, რომელსაც სამშენებლო კომპანია გვთავაზობს, არამედ მთლიანად გარემო, სადაც ჩვენი ცხოვრების უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ნაწილს ვატარებთ.
2022 წლის იანვარ-თებერვალში ქ. თბილისში ვარკეთილის მე-2-სა და ვაზინის საცხოვრებელ რაიონს შორის „ალფა დეველოპმენტის“ მიერ აშენებული 9 იდენტური საცხოვრებელი შენობისაგან შემდგარი კომპლექსის მე-4 ბლოკს ჩაუტარდა ენერგოაუდიტი
რომელმაც გამოავლინა:
- შენობის შემომზღუდი კონსტრუქციების თბური დანაკარგები მნიშვნელოვნად ნაკლებია ქვეყანაში გავრცებელ მშენებელობებთან შედარებით (38%-ით ნაკლები).
- გათბობა/გაგრილებაზე მიიღწევა ენერგო რესურსის 30%-იანი დაზოგვა.
- დაზოგილი ენერგია უზრუნველყოფს CO2-ის ემისიის წელიწადში 13 ტონით შემცირებას.
*** ენერგოაუდიტი ჩატარდა ბაზის ბანკიდან GGF TAF მწვანე საკონსულტაციო პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით კომპანია ESCO-S-ის სპეციალისტების მიერ.